კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ᲛᲘᲖᲐᲜᲘ

ვებგვერდზე www.aaasportline.ge-ზე ვიზიტის დროს ვალდებული ხართ გაეცნოთ ჩვენს კონფიდენციალურობის პოლიტიკას. შესაძლებელია წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკაში განხორციელდეს ცვლილებები და დამატებები, შესაბამისად AAA Sportline მოგიწოდებთ, რომ პერიოდულად გადაამოწმოთ კონფიდენციალურობის პოლიტიკა.

მომხმარებელი, რომელიც AAA Sportline-ს საკუთარი სურვილით მიაწოდებს პერსონალური ხასიათის ინფორმაციას, ის ავტომატურად ანიჭებს უფლებამოსილებას AAA Sportline-ს გამოიყენოს მომხმარებლის პერსონალური მონაცემები შენახვისა და დამუშავების მიზნით.

წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა განსაზღვრავს AAA Sportline-ის მომხმარებელთა პერსონალური ხასიათის მონაცემების დამუშავების წესს, მიზნებს, გამოყენებისა და შენახვის პირობებს. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონისა და მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგლამენტის (GDPR) საფუძველზე, AAA Sportline-ის მიზანია მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დაცვა.

წინამდებარე დოკუმენტი (კონფიდენციალურობის პოლიტიკა) წარმოადგენს AAA Sportline-ის ვებგვერდით სარგებლობის წესებისა და პირობების განუყოფელ ნაწილს, რომელიც არის ორმხრივი მავალდებულებელი დოკუმენტი.

ᲢᲔᲠᲛᲘᲜᲗᲐ ᲒᲐᲜᲛᲐᲠᲢᲔᲑᲐ

წინამდებარე დოკუმენტში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

  • AAA Sportline (შემდგომში „ჩვენ“, „ჩვენი“, „ვებგვერდი“) – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული შპს „არველაძე სპორტსლაინ“, (ს.ნ. 405761741) რეგისტრირებული მისამართი – თბილისი, ჟიული შარტავა ქ. N40;
  • პერსონალური მონაცემი – ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს უკავშირდება. ფიზიკური პირი იდენტიფიცირებადია, როდესაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება პირდაპირ ან არაპირდაპირ, მათ შორის, სახელით, გვარით, საიდენტიფიკაციო ნომრით, გეოლოკაციის მონაცემებით, ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემებით, ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქიკური, ფსიქოლოგიური, გენეტიკური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური მახასიათებლით;
  • მონაცემთა დამუშავება – მონაცემთა მიმართ შესრულებული ნებისმიერი მოქმედება, მათ შორის, მათი შეგროვება, მოპოვება, მათზე წვდომა, მათი ფოტოგადაღება, ვიდეომონიტორინგი ან/და აუდიომონიტორინგი, ორგანიზება, დაჯგუფება, ურთიერთდაკავშირება, შენახვა, შეცვლა, აღდგენა, გამოთხოვა, გამოყენება, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება, აგრეთვე მონაცემთა გამჟღავნება მათი გადაცემით, გასაჯაროებით, გავრცელებით ან სხვაგვარად ხელმისაწვდომად გახდომით;
  • მონაცემთა სუბიექტი (შემდგომში მომხმარებელი) – ნებისმიერი ფიზიკური პირი, რომლის შესახებაც მუშავდება მონაცემები;
  • მონაცემთა სუბიექტის (მომხმარებლის) თანხმობა − მონაცემთა სუბიექტის მიერ შესაბამისი ინფორმაციის მიღების შემდეგ მის შესახებ მონაცემთა კონკრეტული მიზნით დამუშავებაზე აქტიური მოქმედებით, წერილობით (მათ შორის, ელექტრონულად) ან ზეპირად, თავისუფლად და მკაფიოდ გამოხატული ნება;
  • დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი − ფიზიკური პირი, იურიდიული პირი ან საჯარო დაწესებულება, რომელიც ინდივიდუალურად ან სხვებთან ერთად განსაზღვრავს მონაცემთა დამუშავების მიზნებსა და საშუალებებს, უშუალოდ ან დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის მეშვეობით ახორციელებს მონაცემთა დამუშავებას;
  • დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი − ფიზიკური პირი, იურიდიული პირი ან საჯარო დაწესებულება, რომელიც მონაცემებს ამუშავებს დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირისთვის ან მისი სახელით. დამუშავებაზე უფლებამოსილ პირად არ მიიჩნევა დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირთან შრომით ურთიერთობაში მყოფი ფიზიკური პირი; წინამდებარე დოკუმენტის მიზნებისთვის დამუშავებაზე უფლებამოსილ პირად ასევე მიიჩნევა შპს “საქართველოს ფოსტი” (ს/ნ: 203836233; მის: სადგურის მოედანი №2, 0100, ქ. თბილისი, საქართველო.);
  • მესამე პირი – ფიზიკური პირი, იურიდიული პირი ან საჯარო დაწესებულება, გარდა მონაცემთა სუბიექტისა, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისა, დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირისა, დამუშავებაზე უფლებამოსილი პირისა, სპეციალური წარმომადგენლისა და იმ პირისა, რომელიც უფლებამოსილია დაამუშაოს მონაცემები დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ან დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის პირდაპირი დავალებით;
  • პირდაპირი მარკეტინგი – ტელეფონის, ფოსტის, ელექტრონული ფოსტის ან სხვა ელექტრონული საშუალებით მონაცემთა სუბიექტისთვის ინფორმაციის პირდაპირი და უშუალო მიწოდება ფიზიკური პირის ან/და იურიდიული პირის, საქონლის, იდეის, მომსახურების, სამუშაოს ან/და წამოწყების, აგრეთვე საიმიჯო და სოციალური თემატიკისადმი ინტერესის ფორმირების, შენარჩუნების, რეალიზაციის ან/და მხარდაჭერის მიზნით. 

ᲗᲐᲜᲮᲛᲝᲑᲐ

AAA Sportline-ის ვებგვერდით სარგებლობა მიიჩნევა მომხმარებლის მიერ კონფიდენციალურობის პოლიტიკის თაობაზე თანხმობად. შესაბამისად, მომხმარებელი AAA Sportline-ს ანიჭებს უფლებას დაამუშაოს, შეინახოს და გამოიყენოს მომხმარებლის მიერ მიწოდებული პერსონალური ხასიათის ინფორმაცია.

აღნიშნული ინფორმაცია AAA Sportline-ის მიერ გამოყენებული იქნება მომსახურების გაწევის მიზნებიდან გამომდინარე მოქმედი კანონმდებლობის გათვალისწინებით. წინააღმდეგ შემთხვევაში AAA Sportline მოკლებულია შესაძლებლობას მომხმარებელს გაუწიოს რაიმე სახის მომსახურება და შევიდეს სახელშეკრულებო ურთიერთობაში.

ᲛᲝᲜᲐᲪᲔᲛᲗᲐ ᲓᲐᲛᲣᲨᲐᲕᲔᲑᲘᲡ ᲡᲐᲤᲣᲫᲕᲔᲚᲘ

AAA Sportline-ისა და უფლებამოსილი პირის მიერ მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დამუშავების სამართლებრივი საფუძველი არის შემდეგი:

  • მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტთან დადებული გარიგებით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად ან/და მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად;
  • მომხმარებლის თანხმობის საფუძველზე;
  • მისთვის სახელშეკრულებო ურთიერთობით დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად;
  • მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მომხმარებლისათვის მომსახურების გასაწევად.

ᲛᲝᲛᲮᲛᲐᲠᲔᲑᲚᲘᲡ ᲞᲔᲠᲡᲝᲜᲐᲚᲣᲠᲘ ᲛᲝᲜᲐᲪᲔᲛᲔᲑᲘᲡ ᲓᲐᲛᲣᲨᲐᲕᲔᲑᲘᲡ ᲛᲘᲖᲐᲜᲘ

  • AAA Sportline-ის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება;
  • AAA Sportline-ის კანონისმიერი ვალდებულებების ჯეროვნად შესრულება;
  • მომხმარებლის მიერ წაყენებული პრეტენზიების აღმოფხვრა;
  • მომხმარებლის მიერ ვებგვერდზე გამოვლენილი აქტივობების მონიტორინგი;
  • AAA Sportline-ზე განახლებული მონაცემების მომხმარებლებისათვის შეტყობინება;
  • მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაცია;
  • მომხმარებლის მიერ უკუკავშირის დამყარება;
  • AAA Sportline-ის მიერ დანერგილი სიახლეების დატესტვა;
  • ვებგვერდზე ახალი პროდუქტებისა და სიახლეების დანერგვა;
  • მომხმარებლების იმ ჯგუფთა განსაზღვრა, რომელთათვის უნდა განხორციელდეს სიახლეების შეთავაზება;
  • მარკეტინგული და სხვა სახის აქტივობების განხორციელება;
  • მომხმარებლის მიერ განხორციელებული შესყიდვების თაობაზე ინფორმაციის მიწოდება;
  • მომხმარებლის მიერ ფულადი ვალდებულების შესრულების თაობაზე უფლებამოსილი მესამე პირისგან ინფორმაციის მიღება;
  • AAA Sportline-ის სისტემის არამართლზომიერი გამოყენების პრევენცია;
  • საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის პრევენცია;
  • სახელმწიფო კომპეტენტური ორგანოებისათვის მიწოდება;
  • კანონიერი ინტერესების დაცვა;
  • AAA Sportline-ისთვის პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით მინიჭებული სხვა ლეგიტიმური მიზანი.

ᲛᲝᲛᲮᲛᲐᲠᲔᲑᲚᲘᲡ ᲣᲤᲚᲔᲑᲐᲛᲝᲡᲘᲚᲔᲑᲐ

მომხმარებელს უფლება აქვს AAA Sportline-ს მოსთხოვოს მონაცემთა დამუშავების შესახებ შემდეგი ინფორმაცია:

  • მომხმარებლის შესახებ რომელი მონაცემები მუშავდება AAA Sportline-ის მიერ;
  • მონაცემთა დამუშავების მიზანი;
  • მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძველი;
  • რა გზით შეგროვდა/მოპოვებულ იქნა მონაცემები;
  • ვისზე გაიცა მომხმარებლის შესახებ მონაცემები, მონაცემთა გაცემის საფუძველი და მიზანი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • მონაცემთა შენახვის ვადის ან მისი განსაზღვრის კრიტერიუმის შესახებ;
  • ავტომატიზებული დამუშავების, მათ შორის, პროფაილინგის შედეგად მიღებული გადაწყვეტილების და იმ ლოგიკის შესახებ, რომელიც გამოიყენება ამგვარი გადაწყვეტილების მისაღებად, აგრეთვე მონაცემთა დამუშავებაზე მისი გავლენისა და დამუშავების მოსალოდნელი/სავარაუდო შედეგის თაობაზე;
  • მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება;

მომხმარებელს უფლება აქვს, ზემოაღნიშნული ინფორმაცია მიიღოს მისი მოთხოვნიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა. ეს ვადა განსაკუთრებულ შემთხვევებში და სათანადო დასაბუთებით შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 10 სამუშაო დღით, რის შესახებაც მომხმარებელს ეცნობება დაუყოვნებლივ.

AAA Sportline-ის საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, მისი მხრიდან მომხმარებლის ინფორმირება ხორციელდება ელექტრონული ფორმით.

მომხმარებლის მიერ მოთხოვნის წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში AAA Sportline ვალდებულია გაასწოროს/განაახლოს/შეავსოს მომხმარებლის შესახებ მცდარი/არაზუსტი/არასრული მონაცემ(ებ)ი ან მომხმარებელს აცნობოს მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველი და განუმარტოს მისი გასაჩივრების წესი.

მომხმარებელს უფლება აქვს AAA Sportline-ის მოსთხოვოს მის შესახებ მონაცემთა დამუშავების (მათ შორის, პროფაილინგი) შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება. მომხმარებლის მიერ მოთხოვნის წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში AAA Sportline ვალდებულია შეწყვიტოს/წაშალოს ან გაანადგუროს მომხმარებლის შესახებ არსებული მონაცემები ან მომხმარებელს აცნობოს მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველი და განუმარტოს მისი გასაჩივრების წესი.

იმ შემთხვევაში, თუ: მომხმარებელი სადავოდ ხდის მონაცემების ნამდვილობას ან სიზუსტეს; მონაცემთა დამუშავება უკანონოა, თუმცა მომხმარებელი ეწინააღმდეგება მათ წაშლას და ითხოვს მონაცემთა დაბლოკვას; მონაცემები საჭირო აღარ არის მათი დამუშავების მიზნის მისაღწევად, თუმცა მომხმარებელს ისინი სჭირდება საჩივრის/სარჩელის წარსადგენად; მომხმარებელი მოითხოვს მონაცემთა დამუშავების შეწყვეტას, წაშლას ან განადგურებას და მიმდინარეობს ამ მოთხოვნის განხილვა; არსებობს მონაცემების მტკიცებულებად გამოყენების მიზნით შენახვის აუცილებლობა; მომხმარებელს უფლება აქვს AAA Sportline-ის მოსთხოვოს მის შესახებ არსებულ მონაცემთა დაბლოკვა. მომხმარებელს უფლება აქვს მიიღოს ინფორმაცია მონაცემთა დაბლოკვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების ან მონაცემთა დაბლოკვაზე უარის თქმის საფუძვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს მოთხოვნიდან 3 (სამი) სამუშაო დღისა. გარდა მონაცემთა შენახვისა, ისინი AAA Sportline-ის მიერ შესაძლოა სხვაგვარად დამუშავდეს შემდეგ შემთხვევებში: მომხმარებლის თანხმობით; სამართლებრივი მოთხოვნის ან შესაგებლის დასასაბუთებლად; AAA Sportline-ის ან მესამე პირის ინტერესების დასაცავად; კანონის შესაბამისად, საჯარო ინტერესის დასაცავად.

იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი განაცხადებს თანხმობას მის შესახებ მონაცემთა ერთი ან რამდენიმე კონკრეტული მიზნით დამუშავებაზე ან/და მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მომხმარებელთან დადებული გარიგებით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად ან მომხმარებლის მოთხოვნით გარიგების დასადებად; ან/და მომხმარებელმა განაცხადა წერილობითი თანხმობა ერთი ან რამდენიმე კონკრეტული მიზნით განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავებაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში); იგი უფლებამოსილია AAA Sportline-სგან სტრუქტურიზებული, საზოგადოდ გამოყენებადი და მანქანურად წაკითხვადი ფორმატით მიიღოს მის მიერ მიწოდებული მონაცემები ან მოითხოვოს ამ მონაცემთა სხვა დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირისთვის გადაცემა.

მომხმარებელს უფლება აქვს, არ დაექვემდებაროს AAA Sportline-ის მიერ მხოლოდ ავტომატიზებულად, მათ შორის, პროფაილინგის საფუძველზე, მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელიც მისთვის წარმოშობს სამართლებრივ ან სხვა სახის არსებითი მნიშვნელობის მქონე შედეგს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პროფაილინგის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება: ეფუძნება მომხმარებლის აშკარად გამოხატულ თანხმობას; აუცილებელია მომხმარებლისა და AAA Sportline-ს შორის ხელშეკრულების დასადებად ან ხელშეკრულების შესასრულებლად; გათვალისწინებულია კანონით ან კანონის საფუძველზე დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.

მომხმარებელს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს განაცხადოს უარი მის მიერ AAA Sportline-ისათვის მიცემულ თანხმობაზე და მოითხოვოს მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა ან/და დამუშავებული მონაცემების წაშლა/განადგურება, AAA Sportline-ს მხარდაჭერის გუნდისათვის ელექტრონული ფოსტის საშუალებით. ასეთ შემთხვევაში, AAA Sportline თავის მხრივ, 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში გააუქმებს მომხმარებლის პირად ანგარიშს და შეწყვეტს მონაცემთა დამუშავებას ან/და გაანადგურებს დამუშავებულ მონაცემებს, თუ მონაცემთა დამუშავების სხვა საფუძველი არ არსებობს. თანხმობის გამოხმობამდე მოხმარებელს უფლება აქვს, AAA Sportline-ს მოსთხოვოს და მიიღოს ინფორმაცია თანხმობის გამოხმობის შესაძლო შედეგების შესახებ.

მომხმარებელი უფლებამოსილია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის შემთხვევაში მიმართოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს ან სასამართლოს.

ᲛᲝᲛᲮᲛᲐᲠᲔᲑᲚᲘᲡ ᲕᲐᲚᲓᲔᲑᲣᲚᲔᲑᲐ

მომხმარებელი ვალდებულია AAA Sportline-ს მის შესახებ მიაწოდოს სრულყოფილი და სწორი ინფორმაცია შემდგომში მომსახურების მიღების მიზნით. აღნიშნული ვალდებულება ასევე ვრცელდება მომხმარებლის მიერ მიწოდებული ინფორმაციის ცვლილებებზე.

ᲥᲝᲚ-ᲪᲔᲜᲢᲠᲘ

AAA Sportline-ის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების, პრობლემის/ხარვეზის აღმოფხვრის, უკუკავშირისა და უსაფრთხოების მიზნით ხორციელდება შემომავალი და გამავალი ზარების ჩაწერა, შენახვა და დამუშავება.

AAA Sportline-ᲘᲡ ᲕᲔᲑᲒᲕᲔᲠᲓᲘᲡ ᲒᲐᲛᲝᲧᲔᲜᲔᲑᲘᲡ ᲞᲘᲠᲝᲑᲔᲑᲘ

მომხმარებლის მიერ AAA Sportline-ის ვებგვერდის გამოყენებით მომხმარებელი აცხადებს თანხმობას AAA Sportline-ის მიერ მისი პერსონალური მონაცემებისა და მზა ჩანაწერების (Cookies) შენახვასა და დამუშავებაზე.

მომხმარებელი ვალდებულია AAA Sportline-ს მიაწოდოს სრული და სწორი ინფორმაცია, ცვლილების შემთხვევაში განაახლოს მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია.

ᲐᲠᲐᲡᲠᲣᲚᲬᲚᲝᲕᲐᲜᲘ ᲞᲘᲠᲘ

AAA Sportline მოკლებულია შესაძლებლობას გადაამოწმოს მომხმარებლის მიერ მითითებული ინფორმაციის უტყუარობა და სისწორე, მათ შორის, მომხმარებლის ასაკი. თუ ცნობილი გახდება, რომ ინფორმაციის მომწოდებელი პირი არ არის სრულწლოვანი, AAA Sportline უფლებამოსილია არ გაითვალისწინოს არასრულწლოვანი პირის მიერ მოწოდებული ინფორმაცია. თუ თქვენთვის ცნობილი გახდა, რომ AAA Sportline-ზე რეგისტრირებული პირი არ არის სრულწლოვანი და არ აქვს კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა ვებგვერდით სარგებლობასთან დაკავშირებით, გთხოვთ გვაცნობოთ აღნიშნულის თაობაზე.

ᲕᲘᲡ ᲕᲣᲖᲘᲐᲠᲔᲑᲗ ᲛᲝᲛᲮᲛᲐᲠᲔᲑᲚᲘᲡ ᲛᲝᲜᲐᲪᲔᲛᲔᲑᲡ

პერსონალური მონაცემების გაზიარება ხორციელდება პარტნიორი საკურიერო მომსახურების გამწევი კომპანიისათვის, კერძოდ, შპს “საქართველოს ფოსტი”-სათვის (ს/ნ: 203836233; მის: სადგურის მოედანი №2, 0100, ქ. თბილისი, საქართველო. რომელიც უზრუნველყოფს მომხმარებლისათვის შეძენილი პროდუქციის მიწოდებას მის მიერ მითითებულ მისამართზე. საკურიერო მომსახურების გამწევ პარტნიორ კომპანიას მომხმარებლის შესახებ გადაეცემა შემდეგი სახის ინფორმაცია: შეკვეთის დეტალები, სახელი, გვარი, მისამართი და საკონტაქტო ნომერი. პარტნიორი საკურიერო კომპანიისათვის მიწოდებული ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ შეძენილი პროდუქციის მიწოდების მიზნით.

მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებს ასევე ვუზიარებთ პარტნიორ გადახდის მომსახურების მიმწოდებელს, შპს თიფეი (საიდენტიფიკაციო კოდი: 402291220, იურიდიული მისამართი: კოტე მარჯანიშვლის ქ. №7, ჩუღურეთის რაიონი, თბილისი, საქართველო, ფაქტობრივი მისამართი: ნიკოლოზ რამიშვილის ქ. 3ა, თბილისი, საქართველო). გადახდის მომსახურების მიმწოდებელი იღებს მხოლოდ იმ ინფორმაციას, რომელიც აუცილებელია მომხმარებლის მიერ ინიცირებული გადახდის დამუშავებისა და უზრუნველყოფისათვის, მათ შორის მომხმარებლის სახელს, გვარს, საკონტაქტო ინფორმაციას, შეკვეთის დეტალებს და გადახდის დადასტურების ინფორმაციას. საბანკო ბარათის მონაცემებს ამუშავებს მხოლოდ გადახდის მომსახურების მიმწოდებელი და AAA Sportline-ს ამ ინფორმაციაზე წვდომა არ აქვს. გადახდის მომსახურების მიმწოდებელი მონაცემებს ამუშავებს დამოუკიდებლად, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

მომხმარებლის პერსონალური მონაცემების გაზიარება შესაძლებელია საჭირო გახდეს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, დანაშაულის დადგენის, გამოძიების ან დანაშაულის აღკვეთის მიზნით.

მომხმარებლის ინტერესებიდან გამომდინარე, პირდაპირი მარკეტინგის გზით, სარეკლამო მასალების მოწოდების, მომხმარებლისათვის საინტერესო მომსახურების, პროდუქციის, სერვისებისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, AAA Sportline-ს, მომხმარებლის თანხმობის შემთხვევაში, შეუძლია ისარგებლოს მომხმარებლის პერსონალური ინფორმაციით, კერძოდ, სახელით და ელ. ფოსტის მისამართით/ტელეფონის ნომრით.

AAA Sportline უფლებამოსილია პერსონალური ინფორმაცია გაუზიაროს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ნებისმიერ მესამე პირს.

ᲞᲘᲠᲓᲐᲞᲘᲠᲘ ᲛᲐᲠᲙᲔᲢᲘᲜᲒᲘᲡ ᲨᲔᲡᲐᲮᲔᲑ ᲗᲐᲜᲮᲛᲝᲑᲐ/ᲒᲐᲛᲝᲮᲛᲝᲑᲐ

პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის მომხმარებელი გასცემს თანხმობას აქტიური ქმედებით.

მომხმარებელს ნებისმიერ დროს აქვს შესაძლებლობა AAA Sportline-სგან გამოიხმოს მის მიერ პირდაპირი მარკეტინგის შესახებ გაცემული თანხმობა. თავის მხრივ, AAA Sportline შეწყვეტს მომხმარებლისთვის პირდაპირი მარკეტინგის განხორციელებას გამოხმობის თაობაზე მოთხოვნის მიღებიდან გონივრულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 7 (შვიდი) სამუშაო დღისა.

მომხმარებლის მიერ პირდაპირი მარკეტინგის შესახებ გაცემული თანხმობის გამოხმობა ხდება AAA Sportline-ს ვებგვერდზე პირად ანგარიშში შემდეგი გზით.

მომხმარებლის პირად ანგარიშში მითითებულია ღილაკი „switch on/off“ რომლის მეშვეობით მომხმარებელი შეძლებს განაცხადოს თანხმობა/უარი პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის ინფორმაციის დამუშავებაზე, სიახლეებისა და შეთავაზებების შესახებ SMS & Email შეტყობინებების მიღებაზე.

AAA Sportline ვალდებულია მომხმარებლის მიერ თანხმობის გაცემისა და თანხმობის გამოხმობის დრო და ფაქტი აღრიცხოს და შეინახოს პირდაპირი მარკეტინგის განხორციელების ვადით და პირდაპირი მარკეტინგის განხორციელების შეწყვეტიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში.

მომხმარებლის მიერ პირდაპირი მარკეტინგის შეწყვეტის თაობაზე მოთხოვნა არ ავალდებულებს AAA Sportline-ს შეწყვიტოს ინფორმაციის მიწოდება განახლებებისა და ცვლილებების შესახებ.

ᲚᲝᲒ ᲤᲐᲘᲚᲔᲑᲘ ᲓᲐ COOKIES

AAA Sportline სარგებლობს ლოგ ფაილების სტანდარტული პროცედურით. სხვა ვებგვერდების მსგავსად, AAA Sportline იყენებს Cookies. ლოგ ფაილები და Cookies გამოიყენება იმისთვის რომ ვებგვერდმა შეინახოს ინფორმაცია მომხმარებლების ქცევის შესახებ და გააუმჯობესოს მომსახურების ხარისხი. მათი მეშვეობით გენერირდება და გროვდება შემდეგი ინფორმაცია:

  • IP მისამართი;
  • მოწყობილობის ტიპი;
  • ბრაუზერი;
  • ვებგვერდის ვიზიტის დრო, თარიღი და ხანგრძლივობა;
  • რომელი პლატფორმიდან გადმომისამართდა მომხმარებელი AAA Sportline-ის ვებგვერდზე;
  • ინფორმაცია AAA Sportline-ის ვებგვერდზე განხორციელებული ქმედებების შესახებ – რა პროდუქტები მოინახულა მომხმარებელმა.

ამ ინფორმაციით არ ხდება კონკრეტული მომხმარებლის იდენტიფიცირება და წარმოადგენს ანალიტიკურ მონაცემებს.

ᲐᲛᲒᲕᲐᲠᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲘᲡ ᲓᲐᲛᲣᲨᲐᲕᲔᲑᲘᲡ ᲛᲘᲖᲐᲜᲘᲐ:

  • გავაანალიზოთ ტრენდები;
  • AAA Sportline-მა მართოს ვებგვერდი;
  • აწარმოოს სტატისტიკა;
  • თვალი ადევნოს მომხმარებლების ქმედებებს ვებგვერდზე გამოცდილების შექმნის მიზნით;
  • შეიმუშავოს და განახორციელოს ეფექტური მარკეტინგული აქტივობები;
  • გასცეს რჩევები და რეკომენდაციები.

ვებგვერდის გამოყენების დაწყებისას მომხმარებელს აქვს საშუალება დაეთანხმოთ cookies. 

Cookie-ს პარამეტრების ცვლილება შესაძლებელია ბრაუზერის პარამეტრების შეცვლით.

ᲛᲝᲜᲐᲪᲔᲛᲔᲑᲘᲡ ᲛᲘᲦᲔᲑᲐ

AAA Sportline ინფორმაციას იღებს შემდეგი წყაროებიდან:

  • როდესაც მომხმარებელი ავსებს ვებგვერდის სარეგისტრაციო ფორმას;
  • როდესაც კომუნიკაცია ხდება ტელეფონის ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით;
  • როდესაც მომხმარებელი იყენებს AAA Sportline-ის ვებგვერდს და ჩატს.

ᲠᲐ ᲡᲐᲮᲘᲡ ᲛᲝᲜᲐᲪᲔᲛᲔᲑᲘ ᲛᲣᲨᲐᲕᲓᲔᲑᲐ

ვებგვერდზე რეგისტრაციისას მომხმარებელი უთითებს შემდეგ ინფორმაციას:

  • მობილურის ნომერი;
  • ელექტრონული ფოსტა;
  • მისამართი;
  • სახელი და გვარი;
  • ონლაინ მაღაზიაში ავტორიზაციისთვის ფასვორდი.

რეგისტრაციისთვის აუცილებელია აღნიშნული ინფორმაციის მითითება, რომლის გარეშე მომხმარებელი ვერ განახორციელებს ვებგვერდზე რეგისტრაციას.

პროდუქციის შერჩევის შემდგომ მომხმარებელი ანგარიშსწორების მიზნით გადამისამართდება ბანკის ანგარიშსწორების გვერდზე, სადაც უთითებს მისი ბარათის მონაცემებს და ადასტურებს გადარიცხვას. AAA Sportline-ს არ აქვს წვდომა მომხმარებლის საბანკო ბარათის მონაცემებზე. AAA Sportline იღებს ინფორმაციას მომხმარებლის მიერ ანგარიშსწორების შესახებ.

ᲙᲝᲜᲤᲘᲓᲔᲜᲪᲘᲐᲚᲣᲠᲘ ᲛᲝᲜᲐᲪᲔᲛᲔᲑᲘᲡ ᲨᲔᲜᲐᲮᲕᲘᲡ ᲕᲐᲓᲐ

AAA Sportline პასუხისმგებლობას იღებს მომხმარებლის პერსონალური მონაცემების საიდუმლოებასა და უსაფრთხოებაზე.

მომხმარებლის შესახებ კონფიდენციალურ ინფორმაციას AAA Sportline ინახავს/ამუშავებს კანონმდებლობით, წინამდებარე პოლიტიკითა და AAA Sportline-ის სამუშაო სპეციფიკით გათვალისწინებული მიზნის მიღწევისათვის საჭირო ვადით.

AAA Sportline წარმოადგენს იქომერს პლატფორმას, სადაც მომხმარებელი უფლებამოსილია რეგისტრაციის შემდეგ, კუთვნილი user-ით არაერთჯერადად ისარგებლოს და შეუკვეთოს სასურველი ნივთი, გამომდინარე აქედან, AAA Sportline-ის მიერ თავისი საქმიანობის განსახორციელებლად აუცილებელია user-ის მონაცემთა დამუშავება პარალელურ რეჟიმში. აღნიშნული მონაცემთა დამუშავების მიზნიდან გამომდინარე შეუძლებელია მონაცემთა შენახვის ვადის კონკრეტულად განსაზღვრა. შესაბამისად, AAA Sportline მონაცემებს ინახავს ვიდრე მომხარებელი არ გამოთქვამს სურვილს მისი პერსონალური მონაცემების დამუშავებისა და მასთან გაფორმებული ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ან/და არ დადგება კანონით გათვალისწინებული შემთხვევები.

ᲣᲡᲐᲤᲠᲗᲮᲝᲔᲑᲐ

AAA Sportline-ისთვის მნიშვნელოვანია მომხმარებლის მიერ მიწოდებული კონფიდენციალური ხასიათის ინფორმაციის დაცვა. მომხმარებლის პირადი ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ მის მიერ შერჩეული მომხმარებლის სახელისა და ფასვორდის საშუალებით. AAA Sportline გთხოვთ, აღნიშნული ინფორმაცია არ გაანდოთ მესამე პირებს. წინააღმდეგ შემთხვევაში AAA Sportline იხსნის სრულ პასუხისმგებლობას.

AAA Sportline მიმართავს ყველა ზომას მომხმარებლის კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის მიზნით, თუმცა არ იღებს პასუხისმგებლობას და არ იძლევა გარანტიას მესამე პირების ქმედებებზე, რომლებიც ახორციელებენ კანონსაწინააღმდეგო შეღწევას AAA Sportline-ის სერვერებზე.

ᲛᲔᲡᲐᲛᲔ ᲛᲮᲐᲠᲔ

AAA Sportline იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას სხვა ვებგვერდებთან მიმართებით, რომლებიც შესაძლებელია გარე ბმულის სახით განთავსებული იყოს AAA Sportline-ის ვებგვერდზე. სხვა ვებგვერდის კონფიდენციალურობის პოლიტიკა შესაძლოა განსხვავდებოდეს წინამდებარე პოლიტიკისგან. შესაბამისად, AAA Sportline მოგიწოდებთ გაეცნოთ გარე ბმულის სახით მითითებული ვებგვერდის გამოყენების პირობებსა და კონფიდენციალურობის პოლიტიკას.

ᲪᲕᲚᲘᲚᲔᲑᲔᲑᲘ ᲓᲐ ᲓᲐᲛᲐᲢᲔᲑᲔᲑᲘ

შესაძლებელია წინამდებარე დოკუმენტში განხორციელდეს ცვლილებები და დამატებები. ცვლილებების ან დამატებების შეტანის შემთხვევაში მომხმარებელი მიიღებს პირად შეტყობინებას ან გამოქვეყნდება ვებგვერდზე.

ცვლილებები და დამატებები ძალაში შედის AAA Sportline-ის მიერ მომხმარებლისათვის პირადი შეტყობინების გაგზავნის ან ვებგვერდზე გამოქვეყნების შემდეგ. ცვლილებებისა და დამატებების ძალაში შესვლის შემდგომ, მომხმარებლის მიერ ვებგვერდით სარგებლობა განხილული იქნება როგორც შეცვლილ პირობებზე თანხმობა.